|
2006 წლის 8 სექტემბერს ადგილობრივი დემოკრატიის
სააგენტოთა ასოციაციამ (,,ადსა”) დააფუძნა პირველი სააგენტო კავკასიაში, კერძოდ ქ. ქუთაისში,
საქართველო.
ახალი ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს ძირითადი საქმიანობა იქნება მოქალაქეთა თანამონაწილეობის
ხელშეწყობა გდაწყვეტილებების მიღების პროცესში, ადგილობრივი დემოკრატიული პროცესების გაძლიერება,
ადამიანთა და უმცირესობათა უფლებების დაცვის მხარდაჭერა.
ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს, სხვა 11 სააგენტოს მსგავსად სამხრეთ-აღმოსავლეთში,
ჰყავს პარტნიორთა ჯგუფი ადგილობრივ და ევროპის დონეზე. მომდევნო 3 წლისათვის დაგეგმილ საქმიანობებში
თანამონაწილეობენ შემდეგი ქალაქები:
ადგილობრივ დონეზე:
სავარაუდოდ, შემდგომ თვეებში, სააგენტოს ორგანიზაციულ ქსელს სხვა ადგილობრივი
თუ საერთაშორისო პარტნიორი შეუერთდება.
ორგანიზაციის გახსნის საზეიმო ცერემონიალის დროს ხელი მოეწერა პარტნიორთა შორის
ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს, რომელიც ამტკიცებს მათ ნება სურვილს იმუშაონ ერთად,
რათა მხარი დაუჭირონ დემოკრატიულ და მშვიდობიან ფასეულობებს, ,,ჩვენ დიდ საქმეებს
ველით ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოსგან. დიდი სიძნელეების მომცველი წლების
შემდგომ, ჩვენ ვიცით, რომ განვითარება უნდა მოხდეს დემოკრატიზაციისა და
დეცენტრალიზაციის გზით. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ სააგენტო იქნება ამ მიმართულებით
განვითარების სასარგებლო საშუალება” - განაცხადა ქ. ქუთაისის მერმა, ბატონმა გიგა ჩოგოვაძემ.
,,ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოთა საქმიანობა მჭიდროდაა დაკავშირებული
ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური მმართველობის კონგრესთან”,
აღნიშნა ბატონმა იგორ გაონმა, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სპეციალურმა
წარმომადგენელმა საქართველოში და სარაევოს ერთ-ერთმა ყოფილმა მერმა.
მან აღწერა ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს ომის შემდგომი გამოცდილება პრიედორში,
ბოსნია-ჰერცოგოვინაში: ,,პრიედორში, სააგენტო იყო ჩვენი მთავარი პარტნიორი,
რომელიც დაეხმარა 250,000 მუსულმანური სარწმუნოების იძულებით გადაადგილებულ პირს,
დაბრუნებულიყვნენ საკუთარ სახლებში. ამ რეგიონში, სააგენტოს ჰქონდა ერთ-ერთი მთავარი
როლი სიტუაციის სტაბილიზაციისა და განვითარებისთვის.
ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს (,,ადს”) დელეგატი საქართველოში გახლავთ იოსებ ხახალეიშვილი.
მან გამოხატა თავისი ნება, რომ ერთობლივი ძალისხმევით დააკავშიროს პარტნიორები
(სამოქალაქო საზოგადოება, ადგილობრივი მთავრობა, მოქალაქეები) და განავითაროს რესურსები
ადგილზე, კერძოდ, ითანამშრომლოს ქუთაისი-ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციასთან, რომელიც
1988 წლიდან ინტენსიურად მუშაობდა ქუთაისსა და ნიუპორტს, როგორც მეგობარ ქალაქებს შორის,
მეგობრული კავშირების დასამყარებლად და გასავითარებლად.
ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს მთავარი მიზნებია: ადგილობრივი მმართველობისა და
სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობათა განვითარება, ახალგაზრდობისა და ქალთა
საზოგადოების გაძლიერება.
 |
|
 |
ორგანიზაციული ქსელი,
რომელიც მოიცავს 12 ,,ადს”-ს |
|
ევროპის ქვეყნები,
სადაც ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოთა
ასოციაციას ჰყავს პარტნიორები |
|